2018 started!
After new year
Labas!
მე მსურს მოგიყვეთ ჩემს მოხალისეობაზე რაც უკვე მეოთხე თვეა გრძელდება და ლიტვაში ვიმყოფები ძალიან საინტერესო პროექტით და ყოველ დღე შემიძლია აღმოვაჩინო და ვისწავლო ახალი. პირადად ჩემთვის ყოველი დღე არის განსხვავებული და განსაკუთრებული, რადგან ვსწავლობ ყოველთვის ახალს და არცერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს.
როგორც წინა სამი თვე ასევე იანვარიც იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო. რადგან მოხალისეებმა განვახორციელეთ სკოლაში მცხოვრები მოსწავლეებისათვის კოქტეილის წვეულება, გავაკეთეთ სხვადასხვა სახის კოქტეილები სტუდენტებთან ერთად და ვითამაშეთ მათთან ერთად სხვადასხვა სახის თამაშები.
ასევე რაც ყველაზე მეტად მოგვწონს ეს არის ჩვენი საკუთარი პროექტები სკოლის შემდეგ და ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობები რაც საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს თითქმის ყველა სახეობას, მათ შორისაა მუსიკა, სპორტი, კინო და ხელსაქმე. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მუშაობა არ შემოიფარგლება მარტო სკოლით და სკოლის შემდეგაც მაქვს სხვადასხვა საქმე, რის შედეგადაც უფრი მეტს დრორ ვატარებ სტუდენტებთან ერთად, რაც ძალიან ბედნიერს მხდის.
ახალი წელი ლიტვაში ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო, რადგან შევხვდი სხვა ქალაქში მეგიბარ მოხალისეებთან ერთად, რომლებიც არიან უკრაინიდან, რუმინეთიდან და გერმანიიდან. ჩემთვის აღსანიშნავია, რომ იყო ძალიან ბედნიერი და სიამოვნების მომტანი დრო. რადგან მათთან ერთად ავღნიშნე ახალი წლის დადგომა.
თამილა/ Tamila